მსოფლიო დღეს

სირიამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

Sputnik
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. სირიის ხელისუფლებამ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება სააგენტო SANA სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ეს არის პასუხი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სირიის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გამო დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა დამასკოსთან.

„სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან ორმხრივობის პრინციპის შესაბამისად და ამ საკითხზე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ“, – წერს სააგენტო.

სირიამ 29 ივნისს გამოაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტს აღიარებდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სირიას სანქციების გაძლიერებით დაემუქრა. კიევსა და დამასკოს შორის საკონსულო ურთიერთობები ჯერჯერობით შენარჩუნებულია.