სოფელ კარალეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა სამი ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ტელეარხის ცნობით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი მგზავრი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.