ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

წინასწარი ინფორმაციით, შვილმა დედა დანით დაჭრა, ხოლო მასთან მყოფი ერთი ადამიანი მოკლა.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ფონიჭალაში ერთი ადამაინი მოკლეს და კიდევ ერთი მძიმედ დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძიმე ჭრილობები ქალს დანით, სავარაუდოდ, მისმა შვილმა მიაყენა. მანვე მოკლა მასთან მყოფი ადამიანიც.
დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.