თბილისში თანამედროვე ქართული კალიგრაფიის გამოფენა გაიმართება

ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილს ეძღვნება.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისში, მწერალთა სახლში 27 ივლისს გაიხსნება კალიგრაფისტის შოთა საგანელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „თანამედროვე ქართული კალიგრაფიული ხელოვნება“, იუწყებიან ორგანიზატორები.
შოთა საგანელიძის ნამუშევარი
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები, კერამიკული და ხელით ნაქარგი ნამუშევრები, ასევე ქალის სამოსის კოლექცია კალიგრაფიულ-ორნამენტული ელემენტებით.
შოთა საგანელიძის ნამუშევარი
გამოფენა ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირს მარო მაყაშვილს. მისი პორტრეტი მწერალთა სახლში პირველად გამოიფინება.
შოთა საგანელიძის ნამუშევარი
შოთა საგანელიძე ფერწერაში უნიკალური მიმართულების შემქმნელია. ის თავის ნამუშევრებში იყენებს ქართული დამწერლობის სამ სახეობას (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული), რომლებიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებად აღიარა.
შოთა საგანელიძის ნამუშევარი
კერძოდ, ქართული ანბანის ასოების მეშვეობით ოსტატი ქმნის ისტორიისა და ხელოვნების ცნობილი ქართველი წარმომადგენლების მინიმალისტურ პორტრეტებს.
შოთა საგანელიძის ნამუშევარი
შოთა საგანელიძის კოლექციაშია თამარ მეფის, შოთა რუსთაველის, მსახიობ სოფიკო ჭიაურელის, რეჟისორ სერგო ფარაჯანოვისა და ბევრი სხვა ცნობილი პიროვნების დახვეწილი და საოცარი ნამუშევარი.
შოთა საგანელიძის ნამუშევარი
გარდა ამისა, შოთა საგანელიძე ქმნის ქსოვილების ორიგინალურ დიზაინს ქართული ასოებით.