COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 10,84%.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (10–17 ივლისი) კორონავირუსის 7.812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.675.965 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 4.764 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.650.681).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.854 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 72.073 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 62.882, PCR–ტესტით – 9.191.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 10,84%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 4.979
აჭარა – 882
იმერეთი – 624
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 302
ქვემო ქართლი – 258
კახეთი – 216
შიდა ქართლი – 177
გურია – 165
მცხეთა-მთიანეთი – 104
სამცხე-ჯავახეთი – 60
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 45
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.