მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოს და რუსეთის მოქალაქეების პირადი ჩხრეკისა და ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 105,68 გრამი) აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 4,4 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯარიმა შეეფარდათ – ჯამში 4,4 მლნ ლარის ოდენობით.