მოსკოვის სასამართლომ Google ურჩობისთვის 21 მილიარდი რუბლით დააჯარიმა

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. მოსკოვის ტაგანსკის რაიონის სასამართლომ კორპორაცია Google 21 მილიარდ რუბლზე მეტით დააჯარიმა იმისთვის, რომ IT-გიგანტმა აკრძალული ინფორმაცია არ წაშალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„დაეკისროს [Google-ს] ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 21.077.392.317 რუბლისა და 80 კაპიკის გადახდა“, − გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლე ვახრამეევმა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „გუგლმა“ განმეორებით თქვა უარი რუსეთის კანონმდებლობით აკრძალული ინფორმაციის აღებაზე „იუთუბიდან“.
მანამდე „როსკომნადზორმა“ 17 შეტყობინება გაუგზავნა Google-ს მოთხოვნით, წაეშალა YouTube-დან „ყალბი ინფორმაცია უკრაინაში ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ახდენდა“.