პრემიერი ღარიბაშვილი უზბეკეთში გაემგზავრა

ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში პრემიერი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.