სუმო: ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მეხუთე გამარჯვება იზეიმა

მაისის ტურნირის შემდეგ ლევან გორგაძემ მიმდინარე სტატუსი მეცხრედან აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგამდე გაიუმჯობესა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე მეხუთე გამარჯვება იზეიმა.
შეჯიბრების მერვე დღეს 34 წლის გორგაძემ დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა მიდორიფუძი წამებში დაამარცხა.
ახლა ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი აქვს - ხუთი გამარჯვება და სამი წაგება. ლევან გორგაძეს კიდევ რვა ბრძოლა აქვს ჩასატარებელი.
ხვალ ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ტიიოტაირიუს შეხვდება. მასაც ქართველი სუმოისტის მსგავსად ხუთი მოგება და სამი წაგება აქვს.
მაისის ტურნირის შემდეგ ლევან გორგაძემ მიმდინარე სტატუსი მეცხრედან აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგამდე გაიუმჯობესა.
ნაგოიაში ტურნირი 24 ივლისამდე გაგრძელდება.