თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 16-23 ივლისს მთის კვირეული დაიწყო, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალი თუშეთიდან დაიწყო.
მთის კვირეული თუშეთში (ომალო), ყაზბეგში (ელიას ტყე), სვანეთსა (ჰეშკილი) და რაჭაში (შოვი) გაიმართება.
ღონისძიებების მიზანია ქვეყნის კუთხეებით მოგზაურებისა და ტურისტების დაინტერესება.
მთაში ასულ სტუმრებს დახვდებათ სპეციალური კემპინგის ზონა, ადგილზე მოხარშული, ცოცხალი ლუდი და მთიულური ხინკალი, ტრადიციული რეწვის და ქსოვის მასტერკლასი, დოღი და სხვ.
ფესტივალზე დასწრება უფასოა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.