თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, ილია ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხიზაბავრის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ახმეტელის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ქსოვრელის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, მექანიზაციის, თმოგვის, ქართლის, გურამიშვილის, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.