სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს

სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
ინფორმაცია და დაკავების კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა.
ამ ეტაპზე, დაკავების თაობაზე ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
წყარო - „პირველი არხი“