სოსო გოგაშვილის დაკავება: დეტალები

ოფიციალურ ორგანოებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. დაკავების ოპერაცია გოგაშვილის მეუღლემ მობილური ტელეფონით გადაიღო.
ოფიციალურ ორგანოებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
გოგაშვილის დაკავებას სკანდალი უძღოდა - ორი დღის წინ ტელეარხ „მაესტროზე“ გამოქვეყნდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარში“ სარედაქციო თათბირის აუდიოჩანაწერი.
აუდიოჩანაწერიდან, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გაკეთდა, ირკვევა, რომ გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია ორ ჟურნალისტთან და პროდიუსერთან ერთად გეგმავდა სიუჟეტს სპეცსამსახურების ინფორმატორების შესახებ. ამასთან, საუბარში ჟურნალისტები საკუთარ ინფორმატორს ასახელებდნენ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას მათ რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდიდა. ეს ინფორმატორი სოსო გოგაშვილი აღმოჩნდა.
იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წელს დატოვა. სუსიდან წასვლის შემდეგ გოგაშვილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა, სადაც მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს 2020 წელს სამსახურიც დატოვა.
გოგაშვილმა მიმდინარე წლის 15 ივლისს სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაყალბების მტკიცებულებები. ის ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისსავე „გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეტენა“ მას, რასაც აწი აღარ დაუშვებს.