თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში საშინაო სტადიონზე ზაფხულის ტესტ-მატჩების ფარგლებში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა - 23:14.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით დასრულდა - 9:6. მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 9:9. 55-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა - მირიან მოდებაძემ და თედო აბჟანდაძემ გუნდს 7 ქულა მოუტანეს.
პორტუგალიის ნაკრებმა 5 ქულის აღება მოახერხა, თუმცა შეხვედრა დავით ნინიაშვილის წყალობით ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა - მან გუნდს ბოლო წუთზე 7 ქულა მოუტანა.
საქართველო პორტუგალიას სულ 24-ჯერ დაუპირისპირდა, 17-ჯერ ქართველებმა მოიგეს, სამი თამაში კი ფრედ დასრულდა.