კულტურის სამინისტრო ნიჭიერ სტუდენტებს უცხოეთში სწავლას დაუფინანსებს: კონკურსის შედეგები

თავდაპირველად კონკურსის საერთო ბიუჯეტი 200 ათას ლარს შეადგენდა
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებული 12 სტუდენტი გამოავლინა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას უცხოეთში შეძლებენ.
კონკურსის 37 ახალგაზრდა მონაწილეობდა. კულტურის სამინისტრომ 12 კონკურსანტს უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლაში ხელშეწყობა დაუფინანსა გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიის და ავსტრიის სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
კონკურსის შედეგების მიხედვით, დაფინანსებულია შემდეგი პროექტები:
1.
„საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსება“ (ფორტეპიანო), ჟენევის კონსერვატორია;
2.
„სადირიჟორო ოსტატობის დაუფლება და სწავლის გაგრძელება მიუნჰენში", მიუნჰენის მუსიკისა და დრამის უმაღლესი სკოლა;
3.
„სწავლა კიოლნის მუსიკისა და ცეკვის უნივერსიტეტში“ (ფლეიტა);
4.
„უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსება“ (საგუნდო-საორკესტრო მიმართულება), ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტი;
5.
„საშემსრულებლო ხელოვნება დაუფლება“ (კლარნეტი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია ;
6.
„საბაკალავრო პროგრამა აუგსბურგის ლეოპოლდ-მოცარტის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” (ჰობოი);
7.
სამაგისტრო პროგრამაზე საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსება (ჩელო), ჰელსინკის სიბელიუსის აკადემია;
8.
„ბაკალავრის საფეხურზე სწავლის დაფინანსება“ (ალტი), ჰელსინკის სიბელიუსის აკადემია;
9.
სწავლის დაფინანსება ლაიფციგის ფ. მენდელსონის სახელობის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში" (სადირიჟორო მიმართულება);
10.
ბაკალავრის მეორე მოდულის პროგრამაზე დაფინანსება (ფლეიტა), ოსლოს მუსიკის აკადემია;
11.
„საშემსრულებლო ხელოვნების დაუფლება“ (ალტი), ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია;
12.
„უცხოეთში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსება“ (მიმართულება - საგუნდო დირიჟორი), ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ჯამური ბიუჯეტი თავდაპირველად შეადგენდა 200 ათას ლარს, თუმცა განმცხადებლების სიმრავლისა და კონკურსის დებულებით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, სამინისტრომ შეძლო კონკურსის ბიუჯეტის 30 ათასი ლარით გაზრდა.