მსოფლიო დღეს

აუტანელი სიცხე ესპანეთში: დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი

ამინდის საშიშროების დონე უმეტეს რეგიონებში ყვითელ და ნარინჯისფერ ნიშნულამდე გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ესპანეთში ექსტრემალური სიცხის გამო, იუწყება TASS ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
10-დან 14 ივლისის ჩათვლით სამეფოში ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო 237 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ უმეტეს რეგიონებში ამინდის საშიშროების დონე ყვითელ და ნარინჯისფერამდე გაზარდა. ზოგიერთ პროვინციაში განგაშის დონე უმაღლეს - „წითელ“ (უკიდურესი საშიშროება) ნიშნულამდე გაიზარდა. ტემპერატურამ შესაძლოა პლუს 45 გრადუსს მიაღწიოს.