საქართველო და აზერბაიჯანი დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გეგმავენ

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი შოთაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილა ბაქოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კამრან ალიევთან.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა დააზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა დაგამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფროგაძლიერებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პროკურატურის ისტორიული მუზეუმი დაპროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინა.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შოთაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში.