ყვითელი ამბები

ქლოი კარდაშიანი და მისი ყოფილი შეყვარებული მეორე ბავშვს ელოდებიან

Sputnik
მოდელი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ქლოი კარდაშიანი და მისი ყოფილი შეყვარებული ტრისტან ტომპსონი მეორე ბავშვს ელოდებიან. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ყვითელი ამბები
-7 კგ კაბის ჩასაცმელად - კიმ კარდაშიანმა მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა - ფოტო
გამოცემის ინფორმაციით, წყვილმა სუროგატის დახმარებას მიმართა. ამას კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელიც ადასტურებს.
ქლოის და ტრისტანს 4 წლის ქალიშვილი, თრუ ჰყავთ, თუმცა წყვილი დეკემბერში დაშორდა – ტომპსონის ღალატის გამო. ისინი ქალიშვილს ერთად ზრდიან.