ყვითელი ამბები

„პატივს ვერ ვცემ...“ - მიკი რურკი ტომ კრუზს აკრიტიკებს

Sputnik
მსახიობი მიკი რურკი პიტს მორგანთან ინტერვიუში ტომ კრუზის კრიტიკით გამოვიდა. მან კომენტარი გააკეთა ტომ კრუზის ახალი ფილმზე „ტოპ განი: მავერიკი“ და განაცხადა, რომ კრუზმა თავისი თავი კინოში ვერ იპოვა.
ყვითელი ამბები
69 წლის მიკი რურკმა იმიჯი ისევ შეიცვალა და ქერათმიანი გახდა

„ეს კაცი ერთსა და იმავე როლს თამაშობს 35 წელია, პატივს ვერ ვცემ“, – ამბობს რურკი.

წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს ის ფილმის შემოსავლებზე, რურკი პასუხობს, რომ ის კინოს ფულით არ აფასებს.
„ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. როცა მე ვუყურებ ალ პაჩინოს, რობერტ დე ნიროს, რიჩარდ ჰარისის ფილმებს, მინდა მივბაძო მათ, ეს არის კინო“, – დასძენს რურკი.