ყვითელი ამბები

სასამართლომ ემბერ ჰერდს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა

ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
Sputnik
სასამართლომ მსახიობ ემბერ ჰერდს 7 პუნქტისგან შემდგარი სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ყვითელი ამბები
ჯონი დეპმა ემბერ ჰერდს ახალი სიმღერა მიუძღვნა და მას ძაღლი უწოდა

„ნაფიცმა მსაჯულებმა წინასწარ შემოწმება გაიარეს. სასამართლოს აზრით, მსაჯულებმა პირნათლად შეასრულეს ყველა ინსტრუქცია და სასამართლოს მითითება. მსაჯულებმა კომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღეს", – ამბობს მოსამართლე პენი აზკარატე.

5 ივლისს ჰერდის ადვოკატებმა სასამართლოში ოფიციალური სარჩელი შეიტანეს. მსახიობი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტს არ ეთანხმებოდა.
ჰერდი და მისი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსაჯულებმა არ მიაქციეს ყურადღება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე მათზე იმოქმედა საზოგადოებაში ჩამოყალიბებულმა მცდარმა აზრმა ჯონი დეპის უდანაშაულობის შესახებ.