ყვითელი ამბები

ირინა შეიკი „ადიდასის“ სახე გახდა - ფოტოსესია საცურაო კოსტიუმებში

Sputnik
პოპულარული მოდელი ირინა შეიკი ამჯერად „ადიდასის“ ახალი კოლექციის სახე გახდა. მან მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში, სადაც ბრენდის უახლესი საცურაო კოსტიუმების კოლექცია წარადგინეს.
ახალ ფოტოებზე ირინა ცისფერ, ყვითელ და ყავისფერ საცურაო კოსტიუმებში პოზირებს და ჩანს, რომ ის შეუდარებელ ფორმაშია.
საინტერესოა, რომ ახალი კოლექცია „ადიდასის“ და ბიონსეს ბრენდის „ივი პარკის“ კოლაბორაციით შეიქმნა.