მძღოლების საყურადღებოდ: თბილისში ტრანსპორტის გადაადგილება კიდევ ერთ გამზირზე შეიზღუდება

სამუშაოების ფარგლებში საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამუშაოები თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.
სამუშაოების ფარგლებში არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება.
საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილი მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში გადაიკეტება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.