სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა: თბილისში უკვე ათი დღეა პენსიონერს ეძებენ

ნათესავების თქმით, პენსიონერს მეხსიერების პრობლემები აქვს.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თბილისში ოჯახი 78 წლის სერგო (ცეზარ) სუხიტაშვილს ეძებს, რომელიც სახლიდან 3 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ნათესავები აღნიშნავენ, რომ პენსიონერ მამაკაცს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ბოლოს ის 3 ივლისს, საღამოს სანზონაში ნახეს. გაუჩინარების დღეს სერგო სუხიტაშვილს შავი ფერის პერანგი ეცვა გრძელი სახელოებით, ხოლო შარვალი და ფეხსაცმელი – მუქი ნაცრისფერი.
სერგო სუხიტაშვილი
დაკარგული მამაკაცის შესახებ რამე სახის ინფორმაციის შემთხვევაში ოჯახი მოქალაქეებს სთხოვს, დაუკავშირდნენ მის ქალიშვილ დიანას ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 37 66 40.
პენსიონერის ძებნაში აგრეთვე ჩართულია პოლიცია.