საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტიორი დააჯარიმეს

კომპანია Socar Gas Import Export-მა დადგენილ ვადაში არ განახორციელა საქმიანობის ანგარიშგება.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციების უგულებელყოფა და შეუსრულებლობა. კერძოდ, კომპანია Socar Gas Import Export-მა დადგენილ ვადაში არ განახორციელა საქმიანობის ანგარიშგება.
გარდა ამისა, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა.
აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელია. 2022 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებამ 1,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.