სამტრედიაში მეოთხე სართულიდან გადავარდნილი გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა

ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ ბავშვის სიცოცხლისთვის, მაგრამ დაცემისას მიღებული დაზიანებები ძალიან მძიმე აღმოჩნდა
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. სამტრედიაში ოთხი წლის გოგონა აივნიდან გადავარდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ექიმები ბავშვის სიცოცხლისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა დაცემისას მიყენებული დაზიანებები ძალიან მძიმე იყო. გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარის სხვა დეტალები არ სახელდება.
წყატო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“