ყვითელი ამბები

„ბევრ ხალხს ვხედავ... მოკლეს?“ - სალომე გოგიაშვილმა ექსტრასენსული ნიჭი გამოავლინა

Sputnik
ყოფილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში განაცხადა, რომ მას ექსტრასენსული ნიჭი აქვს, იმდენად, რომ ერთ-ერთმა ეზოთერიკოსმა ამ ნიჭის განვითარებაც შესთავაზა, რაზეც ოჯახის გამო უარი თქვა.
ყვითელი ამბები
„თბილისის ზღვაზე იყო თავის დასახრჩობად ასული...“ - ელენე ფოჩხუა ყოფილი ქმრის ცოლზე
სალომე „ია ფარულავას კონვერტში“ ამ კუთხით ექსპერიმენტის მონაწილე გახდა, რომლის ფარგლებშიც მას წინ ნიღბით დაფარული პერსონა დაუსვეს და სალომემ მისი ცხოვრებიდან ბევრი დეტალი გამოიცნო, შემდეგ კი გაიგო, რომ ის მომღერალი ელენე ფოჩხუა იყო.

„ძალიან ახლო ადამიანი, თითქოს ტყუპისცალივით როა, იყო და აღარ არის. ბევრ ხალხს ვხედავ, მოკლეს? ბევრ დაზიანებას ვხედავ სახეზე. ჩემთვის ძალიან ემოციური და ძნელია ახლა ამაზე ლაპარაკი“, – უთხრა სალომე გოგიაშვილმა ნიღბიან ელენეს.