ყვითელი ამბები

ვინ არის ქართველი რეჟისორი, რომელმაც კანიე უესტის ახალი კლიპი გადაიღო - ვიდეო

Sputnik
რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის რეჟისორი ლადო კვატანია აქვეყნებს ამონარიდს მსოფლიო რეპის ვარსკვლავების კარდი ბის, კანიე უესტის და liL Durk-ის ახალი კლიპიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეორგოლის რეჟისორი თავად კვატანიაა. ეს ახალი ამბავი რეჟისორმა სოციალური ქსელში ხელმომწერებს ახლახან გაუზიარა. სიმღერის სახელწოდებაა Hot Shit.
ლადო კვატანია რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ლადო აფხაზეთიდან დევნილია. ის რაღაც პერიოდი ზუგდიდში ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. ამჟამად ამერიკაშია.
აღსანიშნავია, რომ ლადო კვატანია „მგზავრების“ სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის ახლო მეგობარია და როდესაც კარდი ბის პროდიუსერმა დაურეკა, ის გიგისთან და „მგზავრების“ კიდევ ერთ წევრთან მიშო მეგრელიშვილთან ერთად ბახმაროში იმყოფებოდა, სადაც კლიპის გადასაღებად შესაბამის ადგილებს ეძებდნენ.