ყვითელი ამბები

„ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - ლევან კალაძე 13 წლის გახდა - ფოტოები

Sputnik
წარმატებული ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის და თბილისის ყველაზე მოდური მერის კახი კალაძის უფროსი ვაჟი ლევანი იუბილარია. ბიჭს 13 წელი შეუსრულდა. ანუკიმ სოციალურ ქსელში ბუბუს ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ძირითადად უმცროს ძმასთან - ნიკოლასთან ერთადაა გადაღებული. „ჩემი საუკეთესო მეგობარი“, – დაწერა ანუკიმ.
კალაძეების ოჯახმა პირველ შვილს კახის გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად ლევანი დაარქვა. ბიჭს მამასავით ფეხბურთისკენ აქვს მიდრეკილება.
ლევანი იტალიაში, მილანში დაიბადა. ანუკი და კახი მოფერებით ბუბუს ეძახიან. ანუკი ლევანის ფოტოებს თაყვანისმცემლებს ხშირად უზიარებს. როგორც ირკვევა, პატარა ბიჭი ძმების მიმართ დიდი მზრუნველობითა და სიბეჯითით გამოირჩევა.
კახამ და ანუკიმ 2008 წელს იტალიაში გაიცნეს ერთმანეთი, ხოლო ქორწილი საკმაოდ გვიან 2019 წელს ჰქონდათ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - 13 წლის ლევანი, 10 წლის კახა, 8 წლის ვაჩე და 3 წლის ნიკოლა.