ყვითელი ამბები

კეიტ მიდლტონის და კამილა პარკერ-ბოულზის რძალ-დედამთილობა ერთ ფოტოში

Sputnik
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამილა პარკერ-ბოულზსა და კეიტ მიდლტონს ცუდი ურთიერთობა აქვთ, სამუდამოდ გაცამტვერდა. ამის დასტურია ახალი ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში ახლახან გავრცელდა.
ფოტოებზე ჩანს, რომ კამილას ახალ ოფიციალურ ფოტოებს თავად კეიტ მიდლტონი იღებს. ფოტოები „რე მილ ჰაუსშია“ გადადაღებული, კამილა პარკერს ულამაზესი ცისფერი კაბა აცვია და ყვავილების ფონზე პოზირებს.
ფოტოები „ქანთრი ლაფ მეგეზინის“ გარეკანისთვის კეიტ მიდლტონმა გადაიღო, ფოტოზე ჩანს კემბრიჯის ჰერცოგინია ფოტოაპარატით ხელში, რომელიც საუკეთესო კადრების დაჭერას ცდილობს.
ფოტოს საბოლოო ვერსია უკვე გამოქვეყნდა და ის მართლაც ძალიან ლამაზია. ცნობილია, რომ კეიტი გატაცებულია ფოტოგრაფიით და საკუთარი შვილების ფოტოებსაც თავად იღებს.