47 წლის პოპულარულ მსახიობს ბრედლი კუპერს ახალი რჩეული ჰყავს. როგორც გამოცემა „პოქს სიქსი“ წერს, მსახიობი ამჯერად ჰილარი კლინტონის თანაშემწეს ჰუმა აბედინს ხვდება.
როგორც ინსაიდერები გამოცემას უყვებიან, რომანი რამდენიმე თვეა გრძელდება. ცნობილი ხდება, რომ 47 წლის კუპერმა და 46 წლის აბედინმა ერთმანეთი ანა ვინტურის დახმარებით გაიცნეს. ჰუმა აბედინი პოლიტიკოს ენტონი ვაინერის ყოფილი ცოლია.
ოთხწლიანი რომანის შემდეგ რუსი მოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი 2019 წელს დაშორდნენ. წყვილს 5 წლის გოგონა - ლეა ჰყავს. მას შემდეგ ირინა რამდენჯერმე დააფიქსირეს ბრედლის სახლიდან გამოსული და ამის გამო ყვითელი პრესის წარმომადგენლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ წყვილი საიდუმლოდ შერიგდა.