ყვითელი ამბები

ხატია ბუნიათიშვილს საფრანგეთში კონცერტზე ფეხზე წამოუდგნენ - ვიდეო

Sputnik
პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს საფრანგეთის ქალაქ კარკასონში ახლახან კონცერტი ჰქონდა. როგორც ყოველთვის, ხატია არაჩვეულებრივი იყო და ამას მოწმობს მსმენელის დიდი აღფრთოვანება, რომელიც მათ ფეხზე წამოდგომით დაადასტურეს და ქართველ პიანისტს ხანგრძლივი აპლოდისმენტები მიუძღვნეს.
„დიდი მადლობა კარკასონს“ – აღნიშნავს გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოს კომენტირებისას თავად მუსიკოსი. მუსიკოსს ამჯერად გრძელი წითელი კაბა ეცვა.