სოფელ ატენის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა

ადგილობრივების თქმით, გზის მოწყობის სამუშაოები ზაფხულამდე უნდა დასრულებულიყო.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მოსახლეობამ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა და საავტომობილო გზის გახანგრძლივებული სარემონტო სამუშაოები გააპროტესტა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მტვრის გამო უკვე 7 თვეა ისინი ფანჯრებს ვერ აღებენ. მათი თქმით, საფრთხე ემუქრება არა მარტო მათ ჯანმრთელობას, არამედ მოსავალსაც.

„სამშენებლო კომპანია სტანდარტების დაცვის გარეშე მუშაობს. ისინი არ ასველებენ გრუნტს, რის გამოც ირგვლივ ცემენტის მტვერი დგება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილობრივების თქმით, დაპირების თანახმად, გზის მოწყობის სამუშაოები ზაფხულამდე უკვე უნდა დასრულებულიყო.