რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვისაა მზად

Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დასავლეთთან ურთიერთობაში მოსკოვი მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, თუმცა ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს უარესი, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი ბირიჩევსკიმ.

„ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, განვიხილავთ ყველა შესაძლო ოპციას, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ ავიცილოთ უარესი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენი დასავლელი კოლეგები ნათლად წარმოაჩენენ რუსეთთან დაპირისპირების გამწვავების განწყობას“, — განაცხადა ბირიჩევსკიმ.

მანამდე მან აღნიშნა, რომ სანქციების საპასუხოდ მოსკოვს ჯერ „სრული ძალით“ არ გამოუყენებია კონტრზომები დასავლეთის წინააღმდეგ.