თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა, რაც რესპუბლიკის დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა, განაცხადა დონეცკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა.
„კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დღეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სტატუსი და მისი სახელმწიფოებრიობა განმტკიცებას განაგრძობს. ეს ჩვენი დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა“, — წერს პუშილინი თავის Telegram-არხზე.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების საფუძველი“ გახდება, ხოლო პარტნიორობა საწარმოებისთვის ვაჭრობის გეოგრაფიას გაზრდის.
ამასთან პუშილინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ხალხს „დონბასის ხალხის ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“.