ყვითელი ამბები

„სცადეთ, ეფექტურია და ბიუჯეტური“ - როგორ უვლის სახის კანს ნინო ჩხეიძე

Sputnik
მომღერალი ნინო ჩხეიძე საკუთარი თავის მოვლის რუტინის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მაკიაჟზე მეტად მისთვის უპირატესი სახის კანის მოვლაა.
ყვითელი ამბები
ნინო ჩხეიძეს ტორტის ჩაქრობისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა - სახალისო ვიდეო

„არის შემთხვევები, სადაც ვიზაჟისტი მხვდება, მაგრამ ძირითადად ამ კუთხით მე ვემსახურები საკუთარ თავს. წამწამების დაკვრით დაწყებული, სრულყოფილი საკონცერტო მაკიაჟის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ვხმარობ. მაგის არც ნერვები მაქვს და არც კომპლექსი. ხომ არიან ქალბატონები, უმაკიაჟოდ რომ ვერ გამოდიან სახლიდან. მე ასე არ ვარ. სამაგიეროდ, სახის კანს ვუვლი განსაკუთრებულად. დილის და საღამოს რუტინა ჩემთვის აუცილებელია“, – ამბობს ნინო.

მისი თქმით, რაც უნდა გვიან დაბრუნდეს სახლში, გამორიცხულია, რომ სახის კანი არ დაიტენიანოს და სახის მოვლის პროცედურა გამოტოვოს.

„თვალის გარშემო აქტიურად ვიყენებ პაჩებს. თუ არ მაქვს, ყინულის კუბები კარგი საშუალებაა, რომ თვალის გარშემო და მთელ სახეზე გადაისვათ. დილით შეშუპებულ კანს კარგად კრავს და აცოცხლებს. თუ ყინულში კიტრს ან ხილს ჩავყინავთ, ვიტამინებსაც მივაწვდით კანს. ასე რომ, სცადეთ, მართლა ძალიან ეფექტიანია და თან ბიუჯეტური”, – ამბობს მომღერალი.