ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე შვილთან - ლილუ ნუცუბიძესთან ერთად გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა, სადაც მათ ურთიერთობაზე ისაუბრეს.
ნანიკო ამბობს, რომ დედა-შვილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ზოგჯერ ჩხუბობენ ხოლმე, ისეც უჩხუბიათ, რომ ლილუ სახლიდანაც წასულა. თუმცა ერთმანეთს არაფერს უმალავენ და გულახდილი ურთიერთობა აქვთ.
„ხანდახან ისეთი სიმართლით მომადგება ხოლმე, გადახარშვა მიჭირს, მაგრამ მიხარია, რომ ასეთი ურთიერთობა გვაქვს“, – ამბობს ნანიკო.
ლილუს თქმით, ნანიკო ძალიან გონებაგახსნილია და ადვილად უგებს.
„ზოგს ოჯახის წევრები ვერ უგებენ და არ უნდათ, რომ ჩხუბი მოისმინონ, მე კი მზად ვარ, რომ ჩხუბი მოვისმინო“, – ამბობს გოგონა.