თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. გორის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან 60 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გორში, სტალინის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მიღებული ტრავმების შედეგად ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.