ყვითელი ამბები

ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილმა სიცილიაში პოდიუმი დაიპყრო - ფოტოები

Sputnik
სიცილიაში „ალტა მოდას“ ფარგლებში გამართული „დოლჩე და გაბანას“ ჩვენება რამდენიმე ფაქტორის გამო გახდა განსაკუთრებული. ერთი, რომ მას მსოფლიო კინოს ლეგენდარული ვარსკვლავები ესწრებოდნენ და, მეორე, მასზე დამწყებმა, მაგრამ თანამედროვეობის ულამაზესმა მოდელებმა გაიბრწყინეს.
მათ შორის იყო ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილი დევა, რომელიც „დოლჩე და გაბანას“ სახეა.
დევამ პოდიუმზე ბრენდის უახლესი კოლექციიდან „საბედისწერო ქალის“ კოსტიუმი წარადგინა. თეთრი გამჭვირვალე კაბა დევას ულამაზეს შავ თეთრეულთან ჰქონდა შეხამებული, რაც სამოსს საოცარ ორიგინალურობას მატებდა.