ზაფხულის ცხელ დღეებში რთულია ჯანმრთელობისა და პროდუქტიული საქმიანობის უნარის შენარჩუნება. ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნებს სტიქიის მიხედვით გამოყოფენ და მათ შესაბამის რჩევებს აძლევენ.
ზოდიაქოს ცეცხლის სტიქიის ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები სიცხეს შედარებით კარგად იტანენ, მაგრამ გამონაკლისიც არსებობს. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა მიიღონ ბევრი სითხე. ეს ძალზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამ სტიქიის წარმომადგენლები ენერგიული ადამიანები არიან და ერთ ადგილზე გაჩერება უჭირთ. ასევე სასურველია ძალიან ცხელ დღეებში არ მიიღონ ცივი სასმელები და არც ზედმეტად ცხელი საკვები.
საკვების მიღების მხრივ ასტროლოგები ამ ადამიანებს ურჩევენ, არ დაყონ კვება რამდენიმე პორციად და მოერიდონ ხშირად ჭამას. ჯობს იკვებონ 3-ჯერ დღეში და საფუძვლიანად. ამასთან, მნიშვნელოვანია, არ დაივიწყონ რუჯის კრემის წასმა, კანის მოვლის სხვა საშუალებების გამოყენება.
ზოდიაქოს მიწის სტიქიის ნიშნები: კურო, ქალწული, თხის რქა
ეს ადამიანები „ბუნაგიდან" უნდა გამოვიდნენ ან დილით ძალიან ადრე, ან საღამოს, როდესაც მზე აღარ არის ძალიან აქტიური. როდესაც მიწის სტიქიის ნიშნები მზეზე იმყოფებიან. მათთვის ბევრად უფრო რთულია მუშაობაზე ყურადღების კონცენტრაცია. ამიტომ ჯობს კარგად ჩამოაფაროთ ფარდები ან ჟალუზები ფანჯრებს.
ძალიან ცხელ დღეებში ეცადეთ ძალიან არ გადაიტვირთოთ, ხშირად დაისვენოთ. თუ შესაძლებელია, დაახლოებით 10-დან 16-17 საათამდე დაისვენეთ, ხოლო დღის დანარჩენ დროს იმუშავეთ. ასტროლოგები ასევე გაფრთხილებენ, რომ ცხელ დღეებში არ უნდა ინერვიულოთ, რითაც ჯანმრთელობას შეიძლება დამატებითი საფრთხე შეექმნას.
ზოდიაქოს ჰაერის ნიშნები: ტყუპი, სასწორი, მერწყული
ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებისთვის უმჯობესია სიცხის დროს იყვნენ ქუჩაში ან სახლში, სადაც ფანჯრები ღიაა. სუფთა ჰაერი მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. დახუთულ შენობაში ამ ნიშნების წარმომადგენლებისთვის პრობლემები იქმნება, რადგან მათი ძალები აღდგენას სათანადოდ ვერ ახერხებს.
ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები ცხელ დღეებში ჯობს სადმე გაემგზავრონ. არ ღირს უსაქმოდ ყოფნა. ურთიერთობები პირდაპირ ჯობს და არა სოციალური ქსელების მეშვეობით. უმოქმედოდ ყოფნის დროს სიცხე მათ ძალას გამოაცლის.
ზოდიაქოს წყლის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი, თევზები
ამ ნიშნების წარმომადგენლებს სიცხე არ აშინებს, მაგრამ გარკვეულ პრობლემებს უქმნის. მწველი მზის დღეებში ან წვიმის შემდეგ ჩახუთულობის დროს ენერგეტიკის განსამტკიცებლად მათთვის კარგია ხშირად დაბანა, დამატენიანებელი კრემების გამოყენება.
ასევე ძალიან სასარგებლოა მსუბუქი, ბუნებრივი ქსოვილის თავისუფალი სამოსის ტარება, ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება, ასევე შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ დიდი ხნით გაზქურის ან ელექტროქურის ჩართვას.