ყვითელი ამბები

„უცებ არ დააძრო ბეჭედი?!“ - თამო ვაშალომიძეს ხელი კუნძულ იბიცაზე სთხოვეს - ვიდეო

Sputnik
მოდელი თამო ვაშალომიძე იუბილარია. დაბადების დღის აღნიშვნა მოდელმა მეორე ნახევართან ერთად ესპანეთში, კუნძულ იბიცაზე გადაწყვიტა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს სიურპრიზიც გაუზიარა.
როგორც ვიდეოში თამო ამბობს, არ ელოდა, რომ მისი ბიზნესმენი შეყვარებული აკა სამხარაძე ხელს სთხოვდა და ახლა შოკშია, რადგან მანამდე აკამ უთხრა, რომ ხელს არ სთხოვდა არც ახალ წელს და არც დაბადების დღეზე.

„უცებ არ დააძრო ბეჭედი?! ახლა შოკში ვარ, თან ნასვამი ვარ და ვერ ვაცნობიერებ“, – ამბობს ვიდეოში თამო.

წყვილს მცირეწლოვანი ვაჟი - მაქსიმე ჰყავს, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდა. თამოს მაქსიმეს გარდა გოგონა სოფიაც ჰყავს, რომლის მამის ვინაობა საზოგადოებისთვის უცნობია.