თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. თბილისში, თამარ მეფის N20-ში მდებარე სამსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მეხანძრე-მაშველები მხრჩოლავ კერებს ამუშავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის მეორე და მესამე სართულებს და სხვენს ეკიდა. საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
წყარო: ტელეკომპანია იმედი