სუმო: ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ხვალ ქართველი სუმოისტი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირას ტობიძარუს შეხვდება.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
შეჯიბრების მესამე დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდა და მეორედ მოიგო.
ხვალ ქართველი სუმოისტი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირას ტობიძარუს შეხვდება, რომელსაც, გორგაძის მსგავსად, ორი მოგება და ერთი წაგება აქვს.
მაისის ტურნირის შემდეგ ლევან გორგაძემ მიმდინარე რანგი აღმოსავლეთის მეცხრედან მერვე მაეგაშირამდე გააუმჯობესა.
ნაგოიას ტურნირი 24 ივლისამდე გაგრძელდება.