ყვითელი ამბები

„ძმები...“ - ქეთა თოფურია წყნეთის აგარაკიდან ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
რუსეთში პოპულარული ჯგუფი A'Studio-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია რამდენიმე დღით საქართველოში იმყოფებოდა ოჯახთან ერთად.
ქეთა წყნეთის საკუთარ ფეშენებელურ აგარაკს არდადეგებზე ხშირად სტუმრობს. ამჯერად მომღერალმა სტუმრებსაც უპასპინძლა. „ძმები“ – ასე დააწერა ქეთამ ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სადაც ის ორ ზრდასრულ მამაკაცთან ერთადაა აღბეჭდილი.
უცნობია ქეთამ „ძმებში“ ნათესაური კავშირი იგულისხმა, თუ უბრალოდ კარგი მეგობრობა. როგორც ცნობილია, გოგონა დედისერთაა.
ქეთა თოფურიას მამა ანდრო 50 წლის ასაკში რუსეთის ერთ-ერთ ციხეში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით 2014 წელს გარდაიცვალა. ყველასთვის ცნობილია და ქეთას თავადაც არაერთხელ დაუდასტურებია რუსულ მედიასთან, რომ მამამისი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო.