ნიჭიერი მხატვარი ბავშვები საერთაშორისო კონკურსში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო ბავშვთა ფონდი ატარებს კონკურსს „მშვიდობა“ და მსურველებს მონაწილეობისთვის იწვევს. ამის შესახებ ფონდის პრეზიდენტმა ნაირა ალავერდაშვილმა განაცხადა.
პრესკონფერენციის მსვლელობისას თემაზე „საერთაშორისო ბავშვთა ფონდი ატარებს კონკურსს „მშვიდობა“, რომელიც „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჩატარდა, ალავერდაშვილმა ისაუბრა ნახატების კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებს შეუძლიათ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 წლამდე ასაკის ბავშვს ნებისმიერი ქვეყნიდან. მსურველებმა უნდა დახატონ თემაზე „მშვიდობა“. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი.
ნაირა ალავერდაშვილი
საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალური ჟიური გამოავლენს. კონკურსში გამარჯვებული ნახატები განთავსდება საერთაშორისო პლატფორმაზე „მომავლის მხატვრები“, შემდეგ კი შეიქმნება კრებული საუკეთესო ნახატებით.
ბავშვს კონკურსზე მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებით, საჩუქრებით.
ასევე დიპლომები გადაეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც კონკურსის პოპულარიზაციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
ნაირა ალავერდაშვილი
მასალების მიღება იწარმოებს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით: cifkontakt@gmail.com. მასალის გადაგზავნისას „თემაში“ მითითებული უნდა იყოს ბავშვების ნახატების თემა „მშვიდობა“ და მონაწილის სახელი და გვარი.
ასევე აუცილებელია ქვეყნის, მუნიციპალიტეტის, ავტორის სახელისა და გვარის, ასაკის მითითება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე +995 599 77 21 48.