მსახიობმა ჯონი დეპმა გიტარისტ ჯეფ ბეკომთან ერთად ახალი ალბომი ჩაწერა და ერთ-ერთი სიმღერა ყოფილ მეუღლეს ემბერ ჰერდს მიუძღვნა. ამის შესახებ გამოცემა „სანდეი ტაიმსი“ წერს.
სიმღერაში დეპი ჰერდს ძაღლს უწოდებს. ტექსტში არის სიტყვები იმის შესახებ, როგორ არ აპირებს ქონების გაყოფას ჰერდისთვის და როგორ შეცდა ის შვიდი წლის წინ, როცა მასზე იქორწინა.
ყოფილი მეუღლეების სასამართლო დავა ახლახან დეპის სასარგებლოდ დასრულდა. ემბერ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.