უჩვეულო ჩაი მუცელზე ცხიმის გასაქრობად: ეფექტური რეცეპტი და რეკომენდაციები

Sputnik
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. სალბის და დაფნის სასწაულებრივი თვისებების შერწყმით შეგიძლიათ სამუდამოდ დაემშვიდობოთ მუცლის ცხიმს, აცხადებენ ხალხური მკურნალობის ექსპერტები.
ისინი ამ ორი ინგრედიენტით მომზადებული ჩაის რეცეპტს გვთავაზობენ, რომელიც ეფექტურად ადნობს ცხიმებს.
თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ „სასწაულებრივი ჩაის“ შედეგები უფრო სწრაფი და ამასთან გარანტირებულიც იქნება, თუ ჯანსაღი და დაბალანსებული კვებითა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვებით შეუწყობთ ხელს.

ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

დაფნის ფოთოლი − 5 ცალი;
სალბის ფოთოლი − 10 ცალი;
დარიჩინი − 1 ჯოხი;
წყალი − 1 ლიტრი.

მომზადების წესი

სალბისა და დაფნის საგულდაგულოდ გარეცხილი ფოთლები ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით მდუღარე წყალი.
მოურიეთ, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში.
შემდეგ კი გადაწურეთ და შესაბამის დროს მიირთვით.

რეკომენდაციები

ჩაი შეიძლება მიირთვათ ცხელი ან ცივი, თქვენი სურვილის მიხედვით. თუმცა ეს უნდა გაკეთდეს დილით, უზმოზე.
დარჩენილი სასმელი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და ორი-სამი დღის განმავლობაში სვათ.
დაფნა, სალბი და დარიჩინი ქმნის შესანიშნავ კომბინაციას წონის ეფექტური დაკლებისთვის. გარდა ამისა, ეს მცენარეები ორგანიზმს უამრავი სასარგებლო ნივთიერებით ამარაგებს და ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!