COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 8,1%.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (3–10 ივლისი) კორონავირუსის 5.154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.668.153 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 2.338 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.645.917).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.847 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 63.659 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 55.939, PCR–ტესტით – 7.720.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 8,1%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 3.310
აჭარა – 566
იმერეთი – 372
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 238
ქვემო ქართლი – 199
კახეთი – 121
შიდა ქართლი – 113
მცხეთა-მთიანეთი – 105
გურია – 95
სამცხე-ჯავახეთი – 18
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.