სუმო: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა

ლევან გორგაძე სუპერტურნირის მესამე დღეს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდება.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე მეორე შეხვედრაში დამარცხდა.
34 წლის ქართველი სეკიტორი ივლისის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. ტოჩინოშინი სუპერტურნირის მეორე დღეს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი 36 წლის ოკინოუმის სულ (ბოლო შეხვედრის ჩათვლით) 21-ჯერ დაუპირისპირდა, აქამდე მას 11 შერკინება მოგებული, ხოლო ცხრა - წაგებული ჰქონდა, ახლა კი მე-10 მარცხი განიცადა.
ტოჩინოშინმა ზაფხულის ტურნირზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო>>
ბაშოს მესამე დღეს ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის შეხვდება. ლევან გორგაძე მას ორჯერ შეხვდა და მასთან თანაბარი ბალანსი უფიქსირდება.