სისხლიანი გარჩევა საბერძნეთში: დაკავებულია 27 წლის ქართველი მამაკაცი

ჩხუბში მონაწილე ქართველების გაშველებას ადგილობრივები შეეცადნენ, თუმცა ქართველები მათ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ბერძენმა სამართალდამცველებმა ქალაქ სალონიკში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 27 წლის მამაკაცის დაკავება სისხლიან გარჩევას უკავშირდება – ქართველების რვაკაციანი ჯგუფი რესტორანში ქეიფის შემდეგ ქუჩაში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ჩხუბში მონაწილეთა გაშველება და სიტუაციის განმუხტვა ბერძენმა მამა-შვილმა სცადა, თუმცა საქართველოს მოქალაქეები მათ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 37 წლის ბერძენი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.