თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოქალაქეობის მიღების პროცედურას უმარტივებს უკრაინაში ან დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.
„დადგინდეს, რომ უკრაინის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის, ლუგანსკის ან უკრაინის ტერიტორიაზე <...> უფლება აქვთ, განცხადება წარადგინონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებაზე გამარტივებული წესით“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ღონისძიება 2002 წლის 31 მაისის № 62-ФЗ ფედერალური კანონის მე-14 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ხორციელდება.
წყარო: РИА Новости